Sunday, April 18, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი:ტყე შეუნახე შვილებსა...

2.პროექტის მოკლე აღწერა. ტყისა და ზოგადად ბუნების დაცვისა თუ გაფრხილების აუცილებლობის გაცნობიერება. ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

3.პროექტის სრული აღწერა. დაფაზე წერია მთავარი თემა-ტყე და მის გვერდით ვწერთ სიტყვებს: ადამიანი, ცხოველები. მასწავლებელი კლასთან წარმართავსდისკუსიას თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანებისთვის. მოსწავლეების დახმარებით ახდენს მათ შორის კავშირს. საუბრობენ იმაზე, რა მოხდება ადამიანებმა ტყე სულ რომ გაჩეხონ.სასურველია მოსწავლეებს წავუკითხოთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა” . ჯგუფებში ხდება მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმა-დასაბუთება, პროგნოზირება. მოთხრობის ნაწილ-ნაწილ წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს: -ჩანს თუ არა ამ მოთხრობაში იმედი? -როგორ გგონიათ, რისი თქმა უნდოდა ამ მოთხრობაში მწერალს? მასწავლებელი შეთანხმებულია ერთ ან ორ მშობელთან, რომელთაც მოტანილი აქვთ რამდენიმე წიგნი, ბავშვები სკოლის ეზოში უფროსების დახმარებით თხრიან ორმოებს და რგავენ ნერგებს. შემდგომში ისინი პერიოდულად დააკვირდებიან ნერგების ზრდა-განვითარებას და თან მზრუნველობას არ მიაკლებენ. შემდეგ კლასში გაიმართება თამაში ,,ხეების სილუეტები’’ . მასწავლებელი ყოფს კლასს მცირე ჯგუფებად.ჯგუფებს ეძლევათ დავალება, მიმიკისა და პანტომიმის საშუალებით განასახიერონ რომელიმე ხე, რომელიც მათ ძალინ მოსწონთ. როცა ერთი ჯგუპი ასახიერებს, სხვა ჯგუფების მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ, რომელი ხის წარმოდგენა ხდება. შემდეგ მასწავლებელი ახდენს სკოლის ეზოში ხეების დაკვირვებას და აცნობს მოსწავლეებს რა ფორმისაა ეს ყვავილები და რით განსხვავდება ერთი ხის ყვავილები სხვა ხის ყვავილებისგან. მასწავლებელი ყველას აძლევს საშუალებას გამოთქვან თავიანთი შთაბეჭდილებები : რამ დააინტერესათ, რა აღმოაჩინეს და ა.შ. მასწავლებელი დასძენს, რომ ,,თავიანთ” ხეებზე დაკვირვება გააგრძელონ სეზონურად- როგორი იქნება ხე ზაფხულში, შემოდგომაზე, ზამთარში.

4.მონაწილეთა ასაკი. 7-8 წელი
5.ვადები(ხანგრძლივობა) 1 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები. მასწავლებელი ატარებს საუბარს კითხვაზე- ,, რას ამზადებენ ხისგან?’’ პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს , ამოიცნონ კლასში არსებული საგნებიდან რომელია დამზადებული და განმარტონ რატომ ამზადებენ ამ საგნებს ხისგან. მასწავლებელი ატარებს თამაშს წარმოსახვისა და თხრობის უნარის განვითარებაზე ,,ექვსკურსია ტყეში’’.


7.მოსალოდნელი შედეგები: ხელი უნდა შეეწყოს ხეებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავებას. ტყისა და ზოგადად ბუნების დაცვისა თუ გაფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება; ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

8.სამუშაო ენა- ქართული.

9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ბუნ..მოსწავლე აღწერს მცენარისა და ცხოველის ძირითად ნაწილებს.
ბუნ.ამოიცნობს და აღწერს ზრდის პროცესს.
ბუნ..აღწერს მცენარეებისა და ცხოველების მვიშვნელობას ადამიანისათვის.
10. პროექტის ავტორი
ლელა სალუქვაძე
11. ავტორი E-mail:saluqvadzelela@gmail